Greener EZO

ეზო ფესტივალი მწვანე ინიციატივა “Greener EZO”-ს აანონსებს, რომელიც 2024 წლის სეზონიდან დაისტარტება.

ფესტივალები და ზოგადად, გასართობი ინდუსტრია ნარჩენების - განსაკუთრებით კი, პლასტმასის ნარჩენების წარმოებაში დიდ როლს ასრულებს, რასაც საბოლოო ჯამში, ყველასთვის დამაზიანებელ შედეგამდე მივყავართ.

ჩვენ აქამდეც ვიაზრებდით და არსებული რესურსით ვცდილობდით მინიმუმამდე დაგვეყვანა გარემოზე მიყენებული ზიანი, რასაც ფესტივალის მოწყობა გარდაუვლად იწვევს.  თუმცა, წელს გადავწყვიტეთ უფრო მეტი პასუხისმგებლობით და თანმიმდევრულობით მივუდგეთ საკითხებს, რომელიც გარემოს ეხება.

Სწორედ ამიტომ, Greener EZO ინიციატივის ფარგლებში, 2024 წლის სეზონისთვის ფესტივალზე ვაპირებთ შევცვალოთ კონკრეტული მიდგომები და წესები, კერძოდ:

 

  • ფესტივალის ტერიტორიაზე სასმელი პლასტმასის ბოთლებით აღარ გაიყიდება.
  • გამოყენებიდან ამოვიღებთ პლასტმასის საწრუპებს.
  • გაიზრდება პლასტმასის შესაგროვებელი ყუთების რაოდენობა და გაუმჯობესდება მათი განლაგება.
  • განახლდება და გაუმჯობესდება ნარჩენების მართვის პროცესი.
  • ადგილზე რეივერებს დახმარებას / წახალისებას მწვანე მოხალისეები გაუწევენ.

 

გვჯერა, რომ ეს საკითხები ჩვენი თემისთვისაც მნიშვნელოვანია და ამ წამოწყებაში მათი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს.

შევხვდებით უფრო მწვანე ეზოში.