გაზაფული-ზაფხულის სეზონის წარმატებულად გაფერადების შემდეგ საზამთრო ადგილს ეზო ფესტივალს უთმობს და სექტემბრამდე დროებით გემშვიდობებათ.

მართალია პანდემიის დროს საზამთროს სერიების დამკვიდრება არ გამოვიდა, თუმცა ამ სეზონზე ჩატარებულმა ყველა წვეულებამ სიყვარულის ისეთი ქარბორბალა დაატრიალა, რომ გვსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ლოდინისთვის, ერთიანობისთვის და დადებითი განწყობებისთვის.

საზამთროს სეზონის დახურვაზე oDa სთეიჯზე სტუმრებს Bruno Schmidt-სა და Youandewan-ს ჩვენი რეზიდენტები audio space და VAS+++ უმასპინძლებენ. სკაში კი ტრადიციულად ქართველი დიჯეების მუსიკალური ორომტრიალი იქნება, რომელიც მეორე დღეშიც გადაიზრდება.

და ბოლოს, სეზონის ჰარმონიულად გასაცილებლად ღია ცის ქვეშ ლაივ ჯემი გელოდებათ, რომელიც სტუმრებს ტკბილხმოვანი მუსიკით გააცილებს მომავალ შეხვედრამდე

  • Audio Space b2b VAS+++ aka Vasil
  • Youandewan 
  • Bruno Schmidt
  • Gabunia
  • Ako Von Unten
  • Lasha Guruli
  • G. Kura