Last Dance of eZo Festival

Jun 27 / Fri

Jun 28 / Sat

27-29 ივნისს გელოდებით ეზოს გამოსამშვიდობებელ ფესტივალზე. გეპატიჟებით ამჟამინდელ ცისკარის სივრცეში, იმ ადგილას, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგით და სადაც გვწამს, რომ სახლს გარეთ მხოლოდ აქ შევძლებთ შეგიქმნათ მუსიკით, სიყვარულითა და მიმღებლობით სავსე ისეთი გარემო, როგორსაც მთაწმინდაზე შეგაჩვიეთ.

ხვდებით ალბათ როგორ გვიმძიმს დავაანონსოთ Last Dance of eZo Festival. თუმცა ეს არ ცვლის ჩვენს შემართებას, მოგიწყოთ ნამდვილი დღესასწაული და კიდევ ერთხელ ჩაგეხუტოთ. თუ დამშვიდობებაა, დაე იყოს საუკეთესო დამშვიდობება! ეს ხომ ჩვენი ყველას ერთობლივი თავგადასავალია?!

ფესტივალზე მრავალფეროვანი მუსიკალური გარემო დაგხვდებათ; ტექნოდან ეთნიკურ სელექციებამდე უამრავ ჟანრს გავივლით, რომელსაც ჩვენი განუყრელი მეგობარი არტისტები დაუკრავენ. თავად შემადგენლობა -  რომელსაც არ მოვერიდებით და დავარქმევთ თანამედროვე ქართული ელექტრონული სცენის ზეიმს - გვიყვება კიდეც ჩვენს ისტორიას: როგორ დავიწყეთ, რა გამოვიარეთ, რა გადავლახეთ… ამის გამოცაა, რომ წლევანდელი არტისტები ჩვენთვის ისევე განსაკუთრებულნი არიან, როგორი განსაკუთრებულიც eZo ფესტივალია მათთვის.

 

27-28 ივნისი

Main Stage
Ash Scholem / Rati Live / Generali Minerali Live / Vas  / Sumo / More TBA

Orange
Kdema /Kraumur /  Boya / Keto /  Tevz / Tade / 9EYE / Salo_me_ya B2B Salomé / Didube Records Live: 10G$, Ko-X

Nature
BEQA B2B IKAKO / Parna / Bekuchi / Tomma

 

28-29 ივნისი

Main Stage
3 A M / Autumn Tree / Skyra Live / Gio Shengelia / Zurkin / More TBA

Orange
Nika J / Vakho / Elene / Levi Love Disco B2B Tobako Tween / DJ Sendnudes / Gabunia & Levan Miqeladze Live / Tamada Live Set / More TBA

Nature
Hatsvali / Rydeen / Sounds of Brazil: Kuji & Mariam / Perishu / Alfreda Stieglit

 

სასმელი და ხემსი გვექნება ულევი. ასევე იქნება ბაზრობაც, სადაც  ბევრი საინტერესო, მხიარული აქსესუარის შეძენა და ადგილზე შეკაზმვაც შეგეძლებათ. დაგხვდებათ ეზოს მაისურები, ჩანთები, კეპები, თავსაბურავები - მათი ტარებით ხომ შემოვინახავთ ეზოს, მის ისტორიას და იმ ემოციებს ამ ფესტივალთან რომ გვაკავშირებს!

და ბოლოს

დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერთად შევქმნათ დაუვიწყარი მხიარულება, სადაც მოვუფრთხილდებით ერთმანეთს; შესაბამისად გთხოვთ გაითვალისწინოთ ფესტივალზე მოქცევის რამდენიმე წესი:

  • არ გადაიღოთ ფოტო და ვიდეო საცეკვაო მოედნებზე, შეინარჩუნეთ კამერაზე დაკრული სტიკერი 
  • პატივი ეცით სხვის პირად სივრცეს
  • მოუფრთხილდით სამაჯურს ფესტივალის დასრულებამდე
  • შუშის ბოთლები და პლასტმასის ჭიქები შესაბამის დასახარისხებელ სადგურებში მოათავსეთ

 

 

ბილეთები

Early Bird:
ერთი დღე 60 ლარი / აბონემენტი 100 ლარი

II კალათა:
ერთი დღე 80 ლარი / აბონემენტი 140 ლარი
 
III კალათა:
ერთი დღე 100 ლარი / აბონემენტი 180 ლარი

კარზე:
ერთი დღე 110 ლარი / აბონემენტი 200 ლარი

 

ბილეთები