Sazamtro Invites Robert Johnson at eZo

Apr 29 / Fri

მიუხედავად იმ რთული დროისა, რომელშიც ახლა უკრაინა და მთელი ცივილიზებული სამყარო ვცხოვრობთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება შევწყვიტოთ ნაბიჯების გადადგმა და უარი ვთქვათ მოძრაობაზე.

ამიტომაც, ვიწყებთ მოქმედებას და ვუბრუნდებით ჩვენს საყვარელ შეკრების ადგილს @eZo.

ვიწყებთ და აღარ ვჩერდებით.

აღარ ვჩერდებით ჩვენთვის და მათთვის, ვისაც ჩვენი მოძრაობა სჭირდება. აღარ ვჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ მიზანს. მიზანი კი მხოლოდ ერთია - გათავისუფლება.

სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, გიზიარებთ ჩვენს პირველ ნაბიჯებს:

- ნაბიჯი 1 - ვიწყებთ ახალ პროექტს - „საზამთრო“
- ნაბიჯი 2 - ჩვენს ყველა ივენთს ეყოლება, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომში დაზარალებული, კონკრეტული ბენეფიციარი.
- ნაბიჯი 3 - უკრაინის მოქალაქეები ივენთზე დაიშვებიან უფასოდ.

საზამთრო შემოდის!

სასიამოვნოდ მომრგვალებული ბურთი გასაოცარი მწვანე ექსტერიერით, რომელიც უბადლოდ დაგორავს ნებისმიერ გლუვ ზედაპირზე, შეიცავს 92% წყალს, 8% შაქარს და აქვს გამაგრილებელი ეფექტი.
ესაა საზამთროს კლასიკური განმარტება, თუმცა მზესუმზირას საზოგადოებამ კარგად იცის, რომ გაგრილება ყველაზე მეტად მოახლოებული ვიქენდების სიმხურვალეს სჭირდება.

წარმოგიდგენთ „საზამთროს“ ივენთების სერიას, რომელიც 29 აპრილიდან შემოვა მენიუში და მონატრებული ზაფხულის მუსიკალურ დეგუსტაციას გახდის შესაძლებელს.

გვეწვიე "საზამთროზე“. აქ დაგხვდება გემრიელი მუსიკა, რომელიც მზის სხივებით გაანათებს ბნელ ღამეებს და ცეკვის დაუოკებელ სურვილს გამაგრილებელი სიტკბოთი აასრულებს.

Line up:

oDa:
- Nika J
- Ata
- Lauer
- Franziska Berns

sKa:
- Levan Grdzelidze
- Audio Space
- Deloreean (LIVE)
- Rati

ბილეთის ფასი:

- I კალათა - 40 ₾
- II კალათა - 50 ₾
- III კალათა - 60 ₾
- კარზე - 60 ₾

მოქმედებს Face და Age კონტროლი (18+)

უკრაინის მოქალაქეები ივენთზე უფასოდ შემოვლენ.
Громадяни України відвідають захід безкоштовно.
Ukrainian citizens will attend the event free of charge.

რუსეთის მოქალაქეებს ბილეთის შეძენა შეეძლებათ მხოლოდ ვებსაიტიდან, სპეციალური ონლაინ ფეის კონტროლის გავლის შემდეგ.
Russian citizens will be able to purchase tickets only from the website, after passing special online face control.