Sazamtro presents Mzesumzira music night

Jun 10 / Fri

ერთ პატარა გაზაფხულს, სამმა გასაოცარმა ივენთმა თვალის დახამხამებაში ჩაიარა. მონატრებულ ხალხთან ხელმეორედ დაგროვებულ მოგონებებთან ერთად, ამ საღამოებმა სულ ახალი მეგობრებიც შეგვძინა.
დიდი მადლობა, რომ ამ გაზაფხულს თქვენი დადებითი ენერგიითა და პოზიტიური მუხტებით აგვივსეთ გული.

თუმცა ამასობაში ზაფხულიც მოდის. სეზონი, რომელშიც ყველაზე მეტი მზეა და რომელსაც საზამთრო ყველაზე მეტად უხდება. სწორედ ამიტომ, გიწვევთ საზამთროს პირველ საზაფხულო ჯგრიალზე, სადაც შეგვიძლია გართობის სურვილი უსასრულო ცეკვად ვაქციოთ.

მუსიკა სრულ მზადყოფნაშია. ორ სცენაზე გადანაწილებული სრულიად ქართული ლაინაფი საზამთროზე მოწყენის შანსს შეუძლებელს ხდის. 

ოდაზე მზესუმზირას რეზიდენტები გიმასპინძლებენ, სკაში კი ჩვენი მეგობარი ქართველი არტისტები შეგაგებებენ ალიონს.

მოუთმენლად და მოუსვენებლად ველით თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრას საზამთროზე! 

ბილეთის ფასი:
- I კალათა - 30 ₾ 
- II კალათა - 40 ₾
- III კალათა - 50 ₾
- კარზე - 50 ₾

მოქმედებს Face და Age კონტროლი (18+)

ჩვენს ყველა ივენთს ეყოლება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომში დაზარალებული, კონკრეტული ბენეფიციარი
უკრაინის მოქალაქეები ივენთზე უფასოდ შემოვლენ.
Громадяни України відвідають захід безкоштовно.
Ukrainian citizens will attend the event free of charge.

რუსეთის მოქალაქეებს ბილეთის შეძენა შეეძლებათ მხოლოდ ვებსაიტიდან, სპეციალური ონლაინ ფეის კონტროლის გავლის შემდეგ.
Russian citizens will be able to purchase tickets only from the website, after passing special online face control.