7 ივნისის ბილეთების შესახებ

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ეზო 2024-ს სეზონი 7 ივნისს ნაცვლად - 5 ივლისს გაიხსნება.

ფესტივალის ახალი თარიღებია:

  • 5 ივლისი
  • 19 ივლისი
  • 6 სექტემბერი

 

 

რა ხდება თუ 7 ივნისის ბილეთი მაქვს ნაყიდი?

თუ 7 ივნისის ბილეთი უკვე შეძენილი გაქვს, 5 ივლისს ამ ბილეთით ავტომატურად შეძლებ გახსნის ივენთზე შემოსვლას.

შეგიძლია დღიური ბილეთის თანხა უკან დაიბრუნო იმ შემთხვევაში, თუ 5 ივლისს დასწრებას ვერ ახერხებ.

თუ 7 ივნისის 70 ლარიანი ბილეთი გაქვს და 5 ივლისს ივენთს ესწრები, შეგიძლია ბილეთიდან 10 ლარი უკან დაიბრუნო.

 

 

რა ხდება თუ სეზონის აბონემენტი მაქვს ნაყიდი?

თუ სეზონის აბონემენტი უკვე შეძენილი გაქვს, 5 ივლისს ამ ბილეთით ავტომატურად შეძლებ გახსნის ივენთზე შემოსვლას.

ამავე ბილეთით შეძლებ შემოსვლას 19 ივლისის და 6 სექტემბრის ღონისძიებებზე.

თუ 19 ივლისს დასწრებას ვერ ახერხებ შეგიძლია დაიბრუნო აბონემენტში გადახდილი თანხის მესამედი.

 

 

თანხის დაბრუნების პროცესი:

თანხის დასაბრუნებლად, გთხოვ, 10 ივნისამდე მოგვწერო მეილზე: [email protected]

  • Subject :  თანხის დაბრუნება
  • Text :  შენი პირადი მონაცემები, შეძენილი ბილეთის ტიპი/ფასი და დაბრუნების მოთხოვნა - სრული თუ ნაწილობრივი.

 

გაითვალისწინე, რომ თანხის დაბრუნება მოხდება 20-დან 30 ივლისის ჩათვლით.

 

 

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

დიდი მადლობა გაგებისა და მოთმინებისთვის.