ზოგადი წესები და პირობები

  • ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლიათ რეგისტრაცია გავლილ და ვერიფიცირებულ მომხმარებლებს
  • ონლაინ ბილეთის საფასურის გადახდა ვიზა და მასტერქარდის პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი
  • თითოეულ ვერიფიცირებულ მომხმარებელს მაქსიმუმ 1 ონლაინ ბილეთის შეძენა შეუძლია თავის სახელზე
  • გაყიდული ონლაინ ბილეთი უკან არ ბრუნდება

ივენთზე დასაშვებად აუცილებელია წარადგინოთ:

  • ამობეჭდილი ონლაინ ბილეთი ან მისი ელექტრონული ვერსია მობილური ტელეფონის ეკრანზე
  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი 

გაითვალისწინეთ ტერიტორიაზე სასტიკად აკრძალულია:

  • საცეკვაო მოედანზე ტელეფონის ეკრანის და ფლეშ სანათის გამოყენება
  • საცეკვაო მოედანზე ფოტო და ვიდეო გადაღება
  • 18 წლამდე პირების დაშვება
  • ტერიტორიაზე ცივი იარაღების, ფეთქებადი და აალებადი ნივთების და სხვადასხვა სითხეების  შეტანა
  • ონლაინ ბილეთის სხვისთვის გადაცემა
  • ადამიანების მიმართ აგრესიის გამოვლენა

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული წესი არ იქნება დაცული, ფესტივალის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაგატოვებინოთ ტერიტორია.

გარდა ამისა:

შემოწირულობის გაკეთებისას ან პროდუქტის შეძენის დროს საჭიროა პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი) მითითება.

ჩვენ ვუზრუნველვყოფთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩვენთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცვას,. მომხმარებლის პირად ინფორმაციას ვითხოვთ საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა ეფექტური მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოგვთხოვოს ინფორმაცია მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე.

გადახდის ოპერაციები ხორციელდება თიბისი ბანკის ონლაინ გადახდების სისტემის მეშვეობით.

საბანკო ბარათით გადახდის განხორციელებისას გაწეული მომსახურეობის საფასური არ ემატება პროდუქციის ღირებულებას.

ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ჩვენი მხრიდან ტექნიკური შეფერხების, ან ჩვენგან დამოუკიდებელი სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო,  ვებ-გვერდზე წვდომის შეუძლებლობის შემთხვევაში დამდგარ შედეგზე.

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებ-გვერდით სარგებლობისას, დაცული იქნებით კომპიუტერული ვირუსებისგან. თქვენ უფლებამოსილი ხართ, თავად მიიღოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები, აღნიშნული რისკის თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, ჩვენ პასუხს არ ვაგებთ იმ ზიანზე, რომელიც, შესაძლოა, დადგეს ვებ-გვერდით სარგებლობის დროს კომპიუტერული დაინფიცირების შედეგად.

მესამე პირის მიერ, თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, ან/და რაიმე სახის პირადი ინფორმაციის უკანონო მოპოვებაზე შპს ეზოს პასუხმგებლობა არ ეკისრება.

ინფორმაციის მოწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ მოახდინოს ისეთი ავტომატური საშუალებების გამოყენება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ვებ-გვერდის უსაფრთხოებასა და დაცულობას.

დაუშვებელია:

  • ვებ-გვერდის გამოყენებისას, უკანონო ან თაღლითური ქმედება
  • ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით

აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელმყოფს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა.

სხვა პირობები:

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში ვებ-გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვაგვარად შევზღუდოთ თქვენი წვდომა ვებ-გვერდზე, სრულად ან ნაწილობრივ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულდება წესებით დადგენილი პირობები და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ან თუ თქვენს მიერ განხორციელდება ისეთი ქმედება, რომელსაც ჩვენი აბსოლუტური დისკრეციის გამოყენებით, მივიჩნევთ წესების, მოქმედი კანონმდებლობის, ან რეგულაციის დარღვევად, ან/და ჩვენი, სხვა მომხმარებლების, ან ნებისმიერი სხვა  მესამე პირის ინტერესების დარღვევად.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილება  წესებში და პირობებში, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე. თქვენს მიერ, ვებ-გვერდზე სტუმრობა ან/და ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს უპირობო თანხმობას წესებისა და პირობების მოთხოვნებზე და პირობებზე.

 

დამატებით იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა