Sazamtro Invites Closer Kyiv

Nov 25 / Fri

საზამთროს ივენთების სერიის მომდევნო სტუმარი, უკრაინის ელექტრონული სცენის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, Closer Kyiv იქნება.

Closer 9 წლის წინ დაარსდა და ელექტრონული მუსიკის კულტურის განვითარებასა და ფორმირებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.

მაშინ, როცა ცხოვრებას ყველა ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ, უკრაინის ქალაქებში ადამიანები კვლავ იბრძვიან სიცოცხლისთვის და თავისუფლებისთვის. მათ გვერდით იბრძვის Closer-იც და ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ივენთებიდან შემოსული თანხით აქტიურად ეხმარება უკრაინის სამხედრო ძალებს.

მაგრამ, რადგან ომი კიევის ანდერგრაუნდ კულტურასაც მძიმედ შეეხო, მათაც სჭირდებათ ბრძოლა გადარჩენისთვის. ამიტომ გადავიწყვიტეთ, ივენთიდან შემოსული თანხით ჩვენც შევიტანოთ წვლილი მათ გარშემო არსებული სირთულეების შემსუბუქებაში. 

ვის, თუ არა ქართულ საკლუბო სცენას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლებისთვის ბრძოლა და რთულ მომენტებში ერთმანეთის გაძლიერება. ამიტომ, 25 ნოემბერს, გეპატიჟებით საზამთროსა და ქლოუზერის საერთო ივენთზე, სადაც ყველა სტუმარს ექნება შესაძლებლობა მხარი დაუჭიროს სურთულეების გზაზე მყოფ უკრაინის ელექტორნულ სცენას.

გელოდებით საზამთროზე!

ივენთზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ვებ გვერდზე www.mzesumzira.com -ზე ვერიფიცირებული მომხმარებლებისთვის და მათთვის ვინც კარზე გაივლის ფეისკონტროლს. 

ბილეთის ფასი:

  • I კალათა - 30 ₾ 
  • II კალათა - 40 ₾ 
  • III კალათა - 50 ₾
  • კარზე - 50 ₾

მოქმედებს Face და Age კონტროლი (18+)

უკრაინის მოქალაქეები ივენთზე უფასოდ შემოვლენ.
Громадяни України відвідають захід безкоштовно.
Ukrainian citizens will attend the event free of charge.
რუსეთის და ბელორუსიის მოქალაქეებს ბილეთის შეძენა შეეძლებათ მხოლოდ ვებსაიტიდან, სპეციალური ონლაინ ფეის კონტროლის შესაძლო გავლის შემდეგ.
Russian and Belorus citizens will be able to purchase tickets only from the website, if passing special online face control.