Sazamtro New Year 2023

Dec 31 / Sat

31 დეკემბერს, როგორც კი საათი 11-ს ჩამოჰკრავს, ეზოში 25 საათიანი საახალწლო ჟრიამული აიღებს სტარტს.

მზესუმზირასთვის ბევრი რამ მოხდა წელს პირველად: სხვადასხვა სეზონზე, თქვენთან ერთად, 10-ჯერ გავიზიარეთ ეზოში ცეკვის და განთიადით ტკბობის სიამოვნება. რაჭის ბუმბერაზი მთებიც ავახმიანეთ და შავი ზღვის ტალღებსაც მივეცით ბანი. ამიტომ, ბედნიერი ვართ, რომ აღმართ-დაღმართების მიუხედავად ისევ თქვენთან ერთად და ისევ ეზოში, აღვნიშნავთ მზის გარშემო კიდევ ერთი წრის დასასრულს

სეზონს საზამთრო დახურავს, რის შემდეგაც ეზოს რამდენიმე თვით დავემშვიდობებით. მანამდე კი ჩვენს რეზიდენტებთან და ადგილობრივი სცენის გამორჩეულ არტისტებთან ერთად ვიზრუნებთ, საუკეთესო გაცილება მოვუწყოთ 2022-ს

მოკლედ იმასაც გაგიზიარებთ თუ რა დაგხვდებათ ივენთზე:

oDa და sKa ტრადიციულად! იქამდე კი, მთავარი ბარის ოთახიდან ჩვენი მეგობრების მრავალფეროვანი სელექციით შევეგებებით ახალ წელს

არც სითბო იქნება პრობლემა. ყველა სივრცე შეფუთული და გათბობა-ვენტილაციით აღჭურვილია. oDa-ს წინ დიდ ცეცხლსაც დავანთებთ ხედით, რომ შევძლოთ ტკბობა და საახალწლო სურვილებიც, გავუცვალოთ ერთმანეთს

ამოდი საზამთროზე, რათა ერთად შევეგებოთ ახალი წლის პირველ განთიადს, იქ სადაც ქალაქში, მზე პირველი ამოდის


ივენთზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ვებ გვერდზე www.mzesumzira.com -ზე ვერიფიცირებული მომხმარებლებისთვის და მათთვის, ვინც კარზე გაივლის ფეისკონტროლს.

ბილეთის ფასი:

  • I კალათა - 50 ₾
  • II კალათა - 60 ₾
  • III კალათა - 70 ₾
  • lV კალათა - 80 ₾
  • კარზე - 80 ₾

ბილეთები:

მოქმედებს Face და Age კონტროლი (18+)

🇺🇦 უკრაინის მოქალაქეები ივენთზე უფასოდ შემოვლენ.
🇺🇦 Громадяни України відвідають захід безкоштовно.
🇺🇦 Ukrainian citizens will attend the event free of charge.
რუსეთის და ბელორუსიის მოქალაქეებს ბილეთის შეძენა შეეძლებათ მხოლოდ ვებსაიტიდან, სპეციალური ონლაინ ფეის კონტროლის შესაძლო გავლის შემდეგ.
Russian and Belorus citizens will be able to purchase tickets only from the website, if passing special online face control.