New Year's 2024 Festival at eZo

Dec 31 / Sun

4 განსხვავებული სცენით და ბევრი საინტერესო სიახლით, 31 დეკემბერს, ეზოს 24 საათიან საახალწლო ფესტივალზე გეპატიჟებით 🔮

ერთერთი ყველაზე გამორჩეული წლის, კიდევ უფრო შთამბეჭდავი დახურვისთვის, თქვენს საახალწლო სურვილებს ერთად მოვუყარეთ თავი

23:00 საათიდან, ეზოს მუსიკალური კარუსელი, სხვადასხვა დროს, ერთმანეთისგან განსხვავებულ 4 სცენას ააჟღერებს🎺

მზესუმზირას რეზიდენტებთან ერთად დეკებს, ჩვენი მეგობარი არტისტები დაიკავებენ. მონატრებულ sKa სთეიჯზე კი ტექნოს დებიუტი შედგება💥

მთავარ სცენას საშობაო ბაზარი გახსნის, სადაც 11 საათიდან, თქვენთვის კარგად ნაცნობი სელექტორები დაუკრავენ✨ აქვე, ათასგვარი ინსტრუმენტით, დაგხდებიან ჩვენი ჯადოქარი მეგობრებიც და აფრო Jam Session-ის დინამიურ ენერგიაში გახვევენ მთელს ეზოს

არც ზამთრის სუსხი დაგვიწყებია და შენს თბილ გართობაზეც წინასწარ ვიზრუნეთ. ტერიტორიის დიდი ნაწილი შევფუთეთ, გადავხურეთ და ცეცხლისთვის რამდენიმე დრაკონიც დავიმეგობრეთ ⛺️🔥

ასე რომ, ადრიანად შემოგვიერთდი! ერთად შევეგებოთ ახალ წელს და ზაფხულამდე დავემშიდობოთ ეზოს 🌞🌻 

 

Lineup:

  • Afro Jam Session 
  • Alfreda Stieglitz
  • Audio Space
  • Beqa (Live)
  • The Forrest
  • Ikako
  • Iko
  • Kdema 
  • Ly Sas
  • Nika J
  • Perishu
  • Rati (Live)
  • Vas
  • 3 am

 

📸საცეკვაო მოედნებზე აკრძალულია ფოტო/ვიდეო გადაღება

🎗️სამაჯურს ივენთის დასრულებამდე უნდა მოუფრთხილდე 

🚍სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებენ მთაწმინდის პარკინგიდან ყოველ ნახევარი საათის ინტერვალში.

 

მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს ფუნიკულიორი.

ბილეთები:

  • I კალათა - 70 ლარი
  • II კალათა - 80 ლარი
  • III კალათა - 90 ლარი
  • IV კალათა - 100 ლარი
  • კარზე - 100 ლარი

🔖მოქმედებს Face/Age კონტროლი +18

 

⚠️უკრაინის მოქალაქეები ივენთზე უფასოდ დაიშვებიან.

რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს ბილეთის შეძენა შეეძლებათ მხოლოდ ვებსაიტიდან, სპეციალური ონლაინ ფეის კონტროლის შესაძლო გავლის შემდეგ.