New Year's 2025 Festival at eZo

Dec 31 / Tue

🪩  ერთად შევეგებოთ 2025-ს eZo-ს საახალწლო ფესტივალზე

🪭 ჩვენთან დაგხვდებათ 5 განსხვავებული მუსიკალური ჟანრის სცენა, სადაც როგორც უკვე ნაცნობი და საყვარელი, ისე ახლად დამეგობრებული არტისტები დაუკრავენ. 

ODA | House 
9EYE / Vas / Beqa Live / Nicole B2B Troy Vs / Nika J / Kdema

SKA | Techno
Rasseterya / Rati Live / Audio Space / 3AM

Circle | Trance
Zion Showcase: Oogway / DJ Shoda

Dub Stage |  Dub/Dubstep
Sumo / Chromie

Main Stage Bar: Selection
Alfreda Stieglitz / Perishu / DOA - Kuji Tabaghua & Mariam Taliashvili - Sounds Of Cuba / DOA - Salome Vardanashvili & Salome otarashvili - Sounds of Brazil

🚠 eZo-ზე ამოსვლა უმარტივესი გახდა: რუსთაველის გამზირზე ახალი საბაგირო სადგური მთელი ღამით იმუშავებს და მთაწმინდაზე 4 წუთში შეძლებთ ამოსვლას. იქიდან კი უკვე ჩვენი მიკროავტობუსები eZo-ს შესასვლელთან მოგიყვანენ. 

🔥 თქვენთვის ჩვენმა კომუნამ თბილ გარემოზეც იზრუნა: შევფუთეთ სივრცის დიდი ნაწილი, დავამონტაჟეთ გამათბობლები და გარეთ კოცონსაც ავაგიზგიზებთ. ცხელი ყავა, ჩაი და ხემსი გვექნება ულევი.

🍕 შეგიძლიათ Project 39-ის პიცებს დაადგათ თვალი, ასევე Barnafel-ის ფალაფელის სენდვიჩებს და სხვა ვეგეტარიანულ კერძებს - არჩევანი დიდია.

🌟 მთავარი სცენის გვერდით, საშობაო ბაზრობაზე შეგეძლებათ ნაირ-ნაირი აქსესუარებით შეკაზმვაც.

❗ ეზოს ღირებულებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალზე:

  • არ გადაიღოთ ფოტო და ვიდეო ფესტივალის ტერიტორიაზე, შეინარჩუნეთ კამერაზე დაკრული სტიკერი 
  • პატივი ეცით სხვის პირად სივრცეს 
  • მოუფრთხილდით სამაჯურს ივენთის დასრულებამდე 
  • შუშის ბოთლები და პლასტმასის ჭიქები შესაბამის დასახარისხებელ სადგურებში მოათავსეთ 

 

🟡 I კალათა - 70 ლარი 
🟣 II კალათა - 80 ლარი 
🟢 III კალათა - 90 ლარი

 

ბილეთები