eZo Club Night @ TES

Nov 15 / Sat

ეზოს გულშემატკივრების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას გავცემთ პასუხს და ვიტყვით, რომ ეზო ფესტივალი წელს არ გაიმართება.

ფესტივალი უსულო საგანი არ არის, რომ აიღო და სხვაგან გადადო. ცვლილების დროს კი გადაწყვეტილების სისწორეში ისე უნდა იყო დარწმუნებული, როგორც ჩვენ ვიყავით მაშინ, როდესაც ოქროყანის ტყეში ეზოს ახალ ლოკაციას ვეძებდით. 

თუმცა გუნდი რომელიც ეზოს უკან დგას ბუნებრივია ცოცხალი და შემართებულია და  ფესტივალის გაგრძელება და მისი ახალი სიცოცხლის დაბადება მიმდინარე პროცესია.

ეზოს საკლუბო ღამეები არის ერთი მიმართულება, რომლითაც იშვიათად, მაგრამ ყურადღებით შერჩეულ სივრცეებში შეგახსენებთ ხოლმე თავს, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხოლო სხვა გეგმების და ინსპირაციების შესახებ, რომელიც ეზო ფესტივალმა დაგვიტოვა და რომელზეც ამ წუთებშიც ვმუშაობთ, ცოტა მოგვიანებით მოგითხრობთ.

ახლა კი 15 ნოემბერს, ჩვენს მეგობარ კლუბ ტესში გელოდებით, ეზოს ძველ და ახალ  საყვარელ არტისტებთან ერთად, ძალიან მონატრებული ღამის და დღის გასატარებლად.

 

Line Up

TES:
Baris K / Sumo / Bruno Otranto

Garden:
Tascamboy / BEQA – Live / Gio Shengelia B2B Neon Warrior / Kdema B2B Bekuchi

Lust Bar:
All Night Long Music Selections By Levan Dzneladze / Alfreda Stieglitz / Pastorius X

ლოკაცია: კლუბი ტესი
თარიღი: 15 ნოემბერი

 

ბილეთები:

  • I კალათა - 50₾
  • II კალათა - 60₾
  • III კალათა - 70₾
  • კარზე - 80₾

 

წესები:

  • ჩვენი მიზანია, რომ გარემო უსაფრთხო და მეგობრული იყოს ყველას მიმართ, თანაბრად.
  • გთხოვთ, პატივი სცეთ სხვის პირად სივრცეს და თავისუფლებას. მოეპყარით ყველა მოცეკვავესა და თანამშრომელს მხოლოდ პატივისცემით.
  • სექსიზმის, ჰომოფობიისა და რასიზმის მიმართ ტოლერანტულები არ ვართ.
  • დახურულ სივრცეებში მოწევა იკრძალება, ხოლო ფოტოების გადაღება მთლიან სივრცეში აკრძალულია.

 

 

ბილეთები