Mzesumzira Showcase @ Mtkvarze

Nov 28 / Sat

ზოგიერთი ადგილი სივრცეზე მეტია - ადამიანებს, ისტორიებს, მუსიკას და მოგონებებს აერთიანებს. დროთა განმავლობაში თავადაც იქცევა ცოცხალ ორგანიზმად, რომლის ნაწილიც ხდები და რომლის ენერგიაც შენში აგრძელებს არსებობას.

მტკვარზეს ისტორია 14 წლის წინ დაიწყო და მასთან ერთად დაიბადა ჩვენი მეგობრობაც. იმ დროიდან ბევრი რამ შეიცვალა, გაიზარდა და გარდაიქმნა, მაგრამ მტკვარზე ყოველთვის რჩებოდა ადგილად, სადაც მუსიკალური გამოცდილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა. აქ ვათენდებდით და ვაღამდებდით, ვპოულობდით ერთმანეთს და ვაშენებდით ერთობას, რომელიც დღესაც გრძელდება.

ზოგიერთ კავშირს დრო ვერ წყვეტს - ის კონკრეტულ ადგილს სცდება. ამ ისტორიის ერთი მნიშვნელოვანი თავი სრულდება. 28 ნოემბერს, Mzesumzira Showcase at Mtkvarze — უკანასკნელად ამ მისამართზე, მაგრამ არა ჩვენს საერთო ისტორიაში.

ბილეთები:
l კალათა - 40 ლარი (გაყიდვაშია)
ll კალათა - 60 ლარი
კარზე - 60 ლარი
შუაღამემდე - 30 ლარი

face/age control 18+

Line up:
Main Room:
Vas
Sevda
Ash
BEQA

Small room:
Diana’s
Dirac
Rati

ბილეთები