eZo Club Night @ TES

Mar 08 / Sat

eZo Club Night არის ახალი პროექტი, რომელიც 8 მარტს, ერთი ღამით, კლუბ TES-ში გააცოცხლებს ეზოს მიკროსამყაროს და სამი მუსიკალური სცენის გარშემო გააერთიანებს, როგორც მზესუმზირას რეზიდენტებს, ისე eZo-ს ძველ თუ ახალ მეგობრებს, დეკორაციის და განათების ჯადოქრებს, კომუნა მზესუმზირას წევრებს, TES-ის გუნდს და ჩვენს საყვარელ სტუმრებს, ვისი მასპინძლობაც ესე მოგვნატრებია.

უკვე სამ თვეზე მეტია, რაც კომუნა მზესუმზირას შეჩერებული აქვს მუშაობა, რასაც შედარებით მცირე მასშტაბიან შოუქეისებთან ერთად წლის ერთ-ერთი საკვანძო ღონისძიების, New Year Festival at eZo-ს გაუქმება მოჰყვა. იმ პერიოდში შორს ვიყავით განწყობისგან, რომელიც eZo-ს შექმნისთვის არის საჭირო. ბუნერივია დღესაც არ ვფიქრობთ, რომ მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ გვჯერა რომ განვითარებული მოვლენების პარალელურად, ახლა ჩვენი ვალდებულება იმ საქმის გადარჩენაა, რაც საუკეთესოდ გამოგვდის და რაც უამრავი ადამიანისთვის არის რეფლექსიის, ოპტიმიზმის და თვითრეალიზების წყარო.

ამავდროულად, ეს ღამე მხარდაჭერის და ერთიანობის გამოხატულებაც არის. ტრადიციულ დანიშნულებასთან ერთად ამ ღონისძიებას ერთგვარი დონაციის ფუნქციაც აქვს – რათა დავეხმაროთ ეზოს იმ პრობლემების მოგვარებაში, რაც ფუნქციონირების 3 თვით შეჩერებამ მოგვიტანა.

გვჯერა, რომ ეს შეხვედრა ერთმანეთის გამხნევების, დამუხტვის და გაძლიერების ფუნქციას შეასრულებს, გაძლიერების, რომელიც ესე ძალიან გვჭირდება ყოველდღიურად

📍 ლოკაცია: Tes Club
🗓 თარიღი: 8 მარტი

🎟 ბილეთები:

  • I კალათა - 50₾ (ამოწურულია)
  • II კალათა - 60₾ (ამოწურულია)
  • III კალათა - 70₾